
ჯონი დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში. იგი აღირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მსახიობი. როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ. აღიარებულია ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. დასახელებულია მეორე საუკეთესო მსახიობად მარლონ ბრანდოს შემდეგ. მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი. 2003 წელს კი გამოვიდა მისი ყველაზე საუკეთესო ფილმი "Pirates of the Caribbien", რომელმაც ძალიან მალე მოპოვა საყოველთაო აღიარება.
No comments:
Post a Comment