Tuesday, May 18, 2010

ალ პაჩინო


ალ პაჩინო დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს ნიუ-იორკში. საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1971 წელს. მოგებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. სახელი გაითქვა ფილმებით "ქალის სურნელი" (Scent of a Woman), "ნაიარევი სახე" (Scarface), "§ათლიმამა" (Godfather). ”ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ”.-ამბობს მსახიობი. ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოსჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”.

No comments:

Post a Comment