Tuesday, May 18, 2010

ქალის სურნელი


ქალის სურნელი-Scent of a Woman არის მარტინ ბრესტის ფილმი. იგი გამოვიდა 1992 წელს. ფილმში მონაწილეობენ: ალ პაჩინო, კრის ო'დონელი, გაბრიელ ენვორი და სხვები. ეს ფილმი არის რემეიკი დინო რისის ფილმისა "Profumo di Donna", romelic gadaiRes 1974 წელს. ფილმმა მიიღო ოსკარი ნომინაციისათვის საუკეთესო მსახიობი, ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად ოქროს გლობუსზე და მიიღო სამი ჯილდო ნომინაციებისათვის: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარი და წლის საუკეთესო ფილმი.

რობერტ დე ნირო


რობერტ დე ნირო დაბადა 1943 წლის 17 აგვისტოს, გახლავთ ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებული. განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: "ნათლიმამა" (The Godfather Part II), "ტაქსის მძღოლი"(Taxi Driver),"ხელშეუხებელნი"(The Untouchables) და სხვა.
რობერტ დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს (ნათლიმამა II) ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად ლაპარაკობს, ინგლისური სუბტიტრებით და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

ალ პაჩინო


ალ პაჩინო დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს ნიუ-იორკში. საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1971 წელს. მოგებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. სახელი გაითქვა ფილმებით "ქალის სურნელი" (Scent of a Woman), "ნაიარევი სახე" (Scarface), "§ათლიმამა" (Godfather). ”ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ”.-ამბობს მსახიობი. ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოსჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”.

ჯონი დეპი


ჯონი დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში. იგი აღირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მსახიობი. როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ. აღიარებულია ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. დასახელებულია მეორე საუკეთესო მსახიობად მარლონ ბრანდოს შემდეგ. მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი. 2003 წელს კი გამოვიდა მისი ყველაზე საუკეთესო ფილმი "Pirates of the Caribbien", რომელმაც ძალიან მალე მოპოვა საყოველთაო აღიარება.